logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ

ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ

1739515140

ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას,  მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

 როგორც მოლოცვის წერილებშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნების ცენტრალური ბანკები საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამენ და დარწმუნებული არიან, რომ ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ფინანსური სტაბილურობა და განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდება.

 სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნა ნათია თურნავას ასევე მიულოცეს მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ალტერნატიულმა დირექტორმა, შავი ზღვის სავაჭრო და განვითარების ბანკმა, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტმა (KFTC).

 გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.

გამოგვყევით