logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის ბიუჯეტი 115.2 %-ით შეასრულა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის ბიუჯეტი 115.2 %-ით შეასრულა

1727852760

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით ანუ 339.9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2 მილიარდ 579.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 339.9 მლნ ლარით მეტია.

სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255.8 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2024 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 558.4 მილიონი ლარი (გეგმის 121%), სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 584.8 მილიონი ლარი (გეგმის 105%), შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 393.5 მილიონი ლარი (გეგმის 110%), შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 35.9 მილიონი ლარი (გეგმის 126 %).

"პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად, პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ"

"პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად, პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ"

გამოგვყევით