ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა.
სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს გასული და მიმდინარე წლების ეკონომიკური ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამა.
მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო მისიას წარმატებები უსურვეს.