logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მიმოქცევაში ლარმა 6 მილიარდს გადააჭარბა

სებ-ის სტატისტიკით, მიმოქცევაში ნაღდი ფული, ივნისში, 206 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი ივლისისთვის  6 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ივნისში რეფინანსირების სესხები 235 მილიონით შემცირდა და ნაშთი 3.560 მლრდ ლარს შეადგენს. ერთდღიანი სესხის ნაშთი 10 მლნ ლარით დაკლებულია. ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზეც გარიგებები კვლავ არ დადებულა, უკვე ნოემბრიდან. 

ივნისში Bmatch-ზე სებ-ის აქტივობები შემცირებულია. აპრილ-მაისში კი საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 146 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. BMatch-ზე წმინდა შესყიდვები კი $60 მილიონის ფარგლებში იყო.

ივნისში სავალუტო აუქციონებით სებ-მა $60 მლნ გაყიდა ($1/2.8635 კურსით), ბაზრის მოლოდინებზე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით*, შესაძლო უარყოფითი გავლენის პრევენციისთვის.

სავალუტო აუქციონს სებ-მა ჯერ მაისში მიმართა და აღნიშნული ინსტრუმენტით ბაზარს 108.7 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა. მაის-ივნისში კი ამ არხით სისტემას 0.5 მლრდ ლარამდე ლიკვიდობა მოაკლდა.

სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით,სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, მაისში, წმინდა უცხოური აქტივები $196 მლნ-ით აშშ დოლარით შემცირდა (04/2024 +$4.8 მლნ).

სებ-ის წმინდა (შესყიდვები )გაყიდვები Bmatch-ზე (2024-2023)

   2024 ($)    2023 ($)
იანვარი     (8.1) მლნ
თებერვალი    (77.5) მლნ
მარტი  (127.9) მლნ
აპრილი    (73.1) მლნ
მაისი      9.1  მლნ
დეკემბერი  (2.0) მლნ 
ნოემბერი   14.7 მლნ
ოქტომბერი   13.4 მლნ 
სექტემბერი  (8.4) მლნ 
აგვისტო  (110) მლნ
ივლისი  (278) მლნ 
ივნისი    (138) მლნ
მაისი (155) მლნ

*ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა და სხვა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის.

გამოგვყევით