logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯია"-ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

"მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯია"-ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

1702379820

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • სს "მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯია"-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
  • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

"ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 (სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება,"-აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით