logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა $48.7 მლრდ შეადგინა"- სებ

"მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა $48.7 მლრდ შეადგინა"- სებ

1751287954

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით -31.5 მლრდ აშშ დოლარი (-87.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -91.7 პროცენტია (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი წლიური მშპ-ს -89.0 პროცენტი იყო). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.

2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.2 მლრდ აშშ დოლარია (47.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 162.8 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 48.7 მლრდ აშშ დოლარი (134.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.3 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

გამოგვყევით