logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, სებ-ის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა

ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, სებ-ის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა

1751369558

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 24-ე წლიურ კონფერენციაში, სადაც დიჯიტალიზაციისა და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ იმსჯელეს.

ამავე კონფერენციის ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ Christine Lagarde-თან შეხვედრისას მიეცა შესაძლობლობა გაეცვალა ხედვები საფინანსო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, ეროვნული ბანკის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.

BIS-ის ყოველწლიურ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ - ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტი პან გონშენგი.

გამოგვყევით