logo
Loading data...

პრობლემური საკრედიტო ბარათების რაოდენობა შემცირდა

პრობლემური საკრედიტო ბარათების რაოდენობა შემცირდა

1714025400

საკრედიტო ბარათებში სესხის გაპრობლემების კოეფიციენტი მინიმალურია. პირველი აპრილის მდგომარეობით, უიმედო ვალების კატეგორიაში 11.9 მლნ ლარის პორტფელი რჩება, საკრედიტო ბარათით გაცემული სესხების 2.7%.

წელს 3.3%-იანი კლებაა.

ბარათი, სტანდარტული სასესხო პროდუქტი, ყველა ბანკს აქვს, თითქმის მსგავსი პირობებით, 55-დღემდე საშეღავათო პერიოდით. თუმცა კლიენტის უმეტესობა TBC- ის ერთგულის და BOGG-ის ამექს ბარათების მომხმარებელია.

მფლობელი ჩართულია ლოიალობის სხვადასხვა პროგრამაში, მოიცავს კობრენდულ პროდუქტებს, სააქციო შეთავაზებებს, ქეშ ბექ  შეთავაზებებს და სხვა აქტივობებს. მოქმედებს ქულების დაგროვების სქემები, რომელშიც სადებეტო ბარათებიც ჩართულია, თუმცა უფრო მეტი ქულა საკრედიტო ბარათით ტრანზაქციებზე გროვდება. არის ერთგული, პლუს, MR ქულები (membership rewards), ტერაბაიტები...

ბარათზე დარიცხული საკრედიტო ლიმიტის წლიური განაკვეთი 22-38%-ის ფარგლებშია. გადახარჯულ ლიმიტზე (როცა თვის შენატანი არ არის ) განაკვეთი იზრდება, საშეღავათო პერიოდის დაცვის შემთხვევაში მინიმალურია.

  უმოქმედო სესხები -საკრედიტო ბარათები  

    Q1/2024 Q1/2023 Q1/2022
  2.7% 4.6% 5.4%
      GEL 11 895 162 19 735 360 21 205 692

სებ-ის სტატისტიკით, Q1/2024-ის მდგომარეობით, მიმოქცევაში 550 000 აქტიური  საკრედიტო ბარათია. მათ შორის 130 000 -მდე ერთეული VISA  და 70 000 M/C (Mastercard).

** გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი წარმოდგენილია GAAP-ით, ანგარიშგების სებ-ის მეთოდოლოგიით, რომელიც Q3/2023-იდან შეიცვალა IFRS-ით, საერთაშორისო მეთოდოლოგიით, რომელიც უფრო ლიბერალურია. წელი წელთან შედარება კი არარელევანტური, რადგან სესხების შესაძლო დანაკარგებზე IFRS-ით დათვლილი რეზერვები უფრო ცოტაა, შესაბამისად სესხის და მ.შ. საკრედიტო ბარათის ლიმიტიც უფრო მეტი. 

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით