logo
Loading data...

რუსი ტირისტების დანახარჯები განახევრდა

რუსი ტირისტების დანახარჯები განახევრდა

1714473840

ტურიზმიდან, პირველ კვარტალში, ქვეყანაში 807.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი შემოვიდა. წლიური ზრდა 1,5%-ს არ აღემატება. ზრდის ტემპი რამდენჯერმე ჩამოუვარდება 2023 და 2022-ის ანალოგიურ მაჩვენებელს (+101% Y.Y; +640%Y.Y).

2022/2023 წლების რეკორდული ზრდა საბაზო ეფექტით იყო განპირობებული. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ერთბაშად დიდი რაოდენობით ტურისტული ნაკადის შემოსვლის ეფექტით. 

რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან შემოსული მოქალაქეების 1/3  უკვე 1 წელზე  მეტია საქართველოშია და ფიქრობენ დარჩენას.

  Q1/2024 Q1/2023
აზერბაიჯანი 40,6 28,2
ბელარუსი* 16,6 24,1
თურქეთი 117,5 96,3
ირანი 29,5 19,7
ისრაელი 65,7 60,8
რუსეთი* 171,2 266,4
საუდის არაბეთი 7,8 5,6
სომხეთი 31,3 29,7
უკრაინა* 33,1 56,2
ევროკავშირი** 108.3 73.2
სულ 807.7 795.4

** ჯგუფი მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებს +დიდი ბრიტანეთი.
*ბელარუსების 34.3% , რუსების 26,8% და უკრაინელების 30% 1 წელზე მეტია უკვე საქართველოშია. სსფ-ის სტანდარტით უკვე რეზიდენტის სტატუსი ესადაგება. შესაბამისად ხარჯები აღარ შედის ტურიზმის შემოსავალში 

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით