logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს" - საქართველოს ბანკი

"საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს" - საქართველოს ბანკი

1733583376

"საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს" - ასე გამოეხმაურა  "საქართველოს ბანკი"   საკუთარ Facebook გვერდზე მოქალაქეების  იმ ნაწილს, რომლებიც ბანკს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

დღეს "საქართველოს ბანკმა" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა,სადაც განაცხადა, რომ  გუშინდელ აქციაზე ბანკის გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე დააკავეს.  ბანკმა სწორედ აღნიშნული პოსტის კომენტარებში განმარტა იმის შესახებ, თუ  რატომ ვერ გაიფიცება.  

"ჩვენი პოზიცია ცალსახაა - ევროინტეგრაციისაკენ სვლას ალტერნატივა არ აქვს. საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს.ბანკის შეუფერხებელი, უწყვეტ რეჟიმში მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობაში.არსებული სახსრების განკარგვა, ტრანზაქციების განხორციელება, ფულის განაღდება და სხვა საბანკო სერვისები მომხმარებლებისათვის კრიტიკულ დატვირთვას ატარებს.როგორც საავადმყოფოს ან სხვა აუცილებელი ფუნქციის მქონე სამსახურების გაჩერებამ - ისევე ბანკის მომსახურების შეფერხებამ, შესაძლოა, საარსებო პრობლემა შეუქმნას უამრავ ადამიანს,"- განმარტავს "საქართველოს ბანკი" 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სოციალურ ქსელში  საბანკო სფეროში დასაქმებულებს მიმართა და გაფიცვისკენ მოუწოდა. 

"საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო!!! დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ქვეყნის ბედი:#გაიფიცეთ – ეს თქვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.#გაიფიცეთ – ამით ეხმარებით აქცებზე უკანონოდ დაკავებულებს, ნაცემებს, გაგუდულებს.#გაიფიცეთ – გადაარჩინეთ ქვეყანა იზოლაციისგან, რომელიც გააკოტრებს და ჩამოშლის საბანკო სისტემას,"-წერდა გიორგი ქადაგიძე. 

გამოგვყევით