logo
Loading data...

"საგადასახადო კოდექსში ცვლილებები სებ-ის მიდგომას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ კონტროლს არ ცვლის" - ალექსანდრე ძნელაძე

"საგადასახადო კოდექსში ცვლილებები სებ-ის მიდგომას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ კონტროლს არ ცვლის" - ალექსანდრე ძნელაძე

1714129500

საქართველოს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ეროვნული ბანკის მიდგომას ფულის გათეთრების თვალსაზრისით, არ ცვლის.

როგორც მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, დღეს რაიმე საკითხთან მიმართებით კონკრეტულ რისკებზე საუბარი ნაადრევია.

„მთლიანად საფინანსო სისტემა არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი და როგორც ახორციელებდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ კონტროლს ასევე, დღესაც ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს აღნიშნული ფუნქციის შესრულებას. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები არ ცვლის არც ეროვნული ბანკის მიდგომას ამ თვალსაზრისით. კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის - არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ არ ცვლის საერთაშორისო სისტემის დამოკიდებულებას ტრანზაქციებთან მიმართებაში. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპულად დღეს რაიმე საკითხთან მიმართებაში კონკრეტულ რისკებზე საუბარი მინიმუმ ნაადრევია და იდენტიფიცირებული არ არის“, - აცხადებს ძნელაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათები  19 აპრილს მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ეროვნულმა ბანკმა  განცხადებაც გაავრცელა,სადაც განმარტა, რომ  „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს. საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით