logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

1732088895

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.

პირველი პანელური დისკუსია - „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა. ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ საქართველოს ბანკის პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. მან მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც მონაცემების ნაკლებობას უკავშირდება. მისი საუბარი, ასევე, შეეხო მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მდგრადი დაფინანსების კუთხით არსებობს და განიხილა სამომავლო გეგმებიც, რომლებიც ბანკს მდგრადობის მიმართულებით აქვს განსაზღვრული.

ამ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ:

  • სატოში იკედა, იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს უფროსი მდგრადი ფინანსების მიმართულებით,
  • კონსტანცა შალშა, BPN Paribas-ის მდგრადი კორპორაციული და ინსტიტუციური საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი
  • მაიტე პინა, Lendable-ის მდგრადი დაფინანსების ხელმძღვანელი.

მეორე პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“, ანა ოსაძემ საქართველოს ბანკში დანერგილი ინიციატივების შესახებ ისაუბრა. პანელი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ.

პანელური დისკუსის მონაწილეებმა მკაფიო ანგარიშგების, რეგულაციების შესაბამისობისა და მდგრად დაფინანსებაში პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს.

სესიაზე ასევე განხილული იყო საუკეთესო პრაქტიკები, გამოწვევები და ახალი სტანდარტები, რომლებიც აძლიერებს ანგარიშვალდებულებას და ორგანიზაციებს მდგრადი ფინანსური ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება.

ამ პანელზე მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების აზერბაიჯანის ქსელის ქვეყნის მენეჯერმა, სამირ მამადოვმა, აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსმან ხალიევმა, თურქეთის განვითარების საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იბრაჰიმ ოზთოფმა და Freedom Holding Corp-ის მდგრადობის მთავარმა ოფიცერმა ბაგლანა მუსინამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკში, ESG სტრატეგია ბიზეს სტრატეგიის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტი ESG კრიტერიუმებს ითვალისწინებს როგორც ბიზნეს დაკრედიტების, ისე შემდგომი მონიტორინგის, შესყიდვებისა თუ თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს.

გამოგვყევით