logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯი-აი-სი"-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯი-აი-სი"-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა

1780647619

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს მისო „ჯი-აი-სი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205288829) გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

სს მისო „ჯი-აი-სი“-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სს მისო „ჯი-აი-სი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში: 

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სს მისო „ჯი-აი-სი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;



გამოგვყევით