logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან" - ლაშა ხუციშვილი

"ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან" - ლაშა ხუციშვილი

1751628219

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს (ევროპა, ლათინური ამერიკა, კარიბის რეგიონი), ალფონსო გარსია მორას შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. საუბარი შეეხო სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობას და ამ კუთხით პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, მომავალში გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის.

გამოგვყევით