logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ერთ თვეში საავადმყოფოების მომსახურება 7%-ით გაძვირდა

ერთ თვეში საავადმყოფოების მომსახურება 7%-ით გაძვირდა

1741160400

თებერვალში, ჯანდაცვის სფეროში ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა საავადმყოფოების მომსახურებაში დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, თებერვალში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 5,4%-ით გაიზარდა, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ჯგუფში ზრდამ 3,5% შეადგინა, ამბულატორიების მომსახურება 7%-ით გაძვირდა, საავადმყოფოებში კი სერვისის ღირებულებამ 7,6%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, ჯანდაცვის ჯგუფში 2,3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა, ამბულატორიული მომსახურებები 2,4 %-ით გაძვირდა, საავადმყოფოების სერვისის ღირებულებამ კი ერთ თვეში 7,1%-ით მოიმატა. 

jandacva.ge

"პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად, პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ"

"პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად, პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ"

გამოგვყევით