logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

Pfizer-ი წონაში კლების პრეპარატების მრავალმილიარდიან ბაზარზე შედის

Pfizer-ი წონაში კლების პრეპარატების მრავალმილიარდიან ბაზარზე შედის

1721048640

Pfizer-ი იმედს გამოთქვამს, რომ მის მიერ წარმოებული ყოველდღიური მოხმარების აბები წონაში კლების პრეპარატების ბაზარს დაიპყრობს.

Pfizer-მა განაცხადა, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიიღო დადებითი შედეგები 20 ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგად. მანამდე ეს პრეპარატი გვერდით მოვლენებს იწვევდა.ახალი კვლევის ფარგლებში მის მონაწილეებს დღეში ორის ნაცვლად ერთ აბს აძლევდნენ. შედეგად, როგორც კომპანია ირწმუნება, იმედისმომცემი შედეგები მიიღეს.

ფარმაცევტული გიგანტი ცდილობს დაეწიოს კონკურენტებს Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ს სექტორში, რომლის ბრუნვაც, პროგნოზების თანახმად, წელიწადში 130 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

Novo Nordisk-ი და Eli Lilly უკვე მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ წონის კლების მედიკამენტების Wegovy-სა და Zepbound-ის გაყიდვების წყალობით.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა გახდომის წამლების მსოფლიო ბაზრის მოცულობის პროგნოზი 100 მილიარდიდან 130 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. მათი ვარაუდია, რომ 19 მილიონ ზრდასრულ ამერიკელს წონის კლების პრეპარატებს გამოუწერენ.

Pfizer-ი გეგმავს, წონის დასაკლები აბები წელსვე დატესტოს.

მისი ამონაგები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 20 პროცენტთ დაეცა და 14,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.  მკვეთრი ვარდნის მიზეზი კოვიდვქცინებისა და კოვიდის სამკურნალო მედიკამენტის Paxlovid-ის რეალიზაციის კლებაა. 

jandacva.ge 

გამოგვყევით