logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

Roche-ის აქციები 5%-ზე მეტით დაეცა- მიზეზი კიბოს წამლის წარუმატებლობაა

Roche-ის აქციები 5%-ზე მეტით დაეცა- მიზეზი კიბოს წამლის წარუმატებლობაა

1773049166

შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ის აქციები ორშაბათს 5%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ვერ შეძლო ეჩვენებინა, რომ მისი პერსპექტიული პრეპარატის კანდიდატი giredestrant, რომელიც ძუძუს კიბოს გავრცელებული ფორმის წინააღმდეგაა მიმართული, ახლად დიაგნოსტირებული  პაციენტებისთვის ეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ვაჭრობის პერიოდში კომპანიის აქციები 5.1%-ით შემცირდა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

Roche-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ III ფაზის კლინიკურმა კვლევამ ვერ წარმოადგინა სანდო მტკიცებულება, რომ პრეპარატის გამოყენება Pfizer-ის Ibrance-თან კომბინაციაში, როგორც პირველადი მკურნალობა, ანელებს დაავადების პროგრესირებას სტანდარტულ ჰორმონულ თერაპიასთან  შედარებით, Ibrance-თან კომბინაციაში.
გასულ წელს Roche-ის აბებმა შეამცირა სიმსივნის რეციდივის რისკი ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებმაც მკურნალობა გვიან სტადიაზე ჩატარებული კვლევის დროს მიიღეს. ამ შედეგმა მაშინ Roche-ს აქციები გაზარდა.

„გირედესტრანტის“ აბი მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელიც ცნობილია როგორც ორალური სელექციური ესტროგენის რეცეპტორების დეგრადატორები (SERD). ეს მედიკამენტები ებრძვიან სიმსივნეებს, რომლებიც ესტროგენის საპასუხოდ იზრდებიან და რომლებიც ძუძუს კიბოს ყველა შემთხვევის 80%-მდე შეადგენს.

jandacva.ge 

გამოგვყევით