logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია "თვითადვოკატების პოდკასტების" პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია "თვითადვოკატების პოდკასტების" პრეზენტაციას გამართავს

1758797272

შენ გარეშე არ გამოვა “ – ახალი ეროვნული კამპანია იწყება.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციმასშტაბურ ეროვნულ კამპანიას „შენ გარეშე არ გამოვა “ იწყებს.

26 სექტემბერს, 19:30 საათზე, კაფე მზიურში  საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია „თვითადვოკატების პოდკასტების“  პრეზენტაციას  გამართავს. ღონისძიების ფარგებში ასოციაციახალი ეროვნული კამპანიის „შენ გარეშე არ გამოვა“ დაწყებას დააანონსებს.

თვითადვოკატების პოდკასტები“  ეს არის ინოვაციური პლატფორმა, სადაც დაუნის სინდრომის  მქონე ახალგაზრდები თავად გვიზიარებენ საკუთარ ისტორებს, გამოცდილებებს და საუბრობენ უფლებებზე. პლატფორმის მიზანია, საზოგადოებაში მათი ხმის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და  სტიგმის დაძლევა.

კამპანია „შენ გარეშეგამოვა “ ეს არის მასშტაბური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ოჯახებს, საზოგადოებასა და ბიზნეს სექტორს. კამპანიის მიზანია რესურსების მობილიზება, რათა არცერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩეს მარტო განვითარების, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებებისთვის ბრძოლაში. ინიციატივა გულისხმობს რესურსების მობილიზებას, მხარდაჭერისა და თანადგომის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური საზოგადოების შექმნას.

ღონისძიებეაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ პოდკასტები, მოუსმინოდაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებდა გაიზიარომათი ისტორიები არაფორმალურ გარემოში.  შეხვედრა საშუალებას მოგვცემს დავუახლოვდეთ ერთმანეთს და პირისპირ გავაზიაროთ ჩვენი ემოციები და მიღებული შთაბეჭდილებები.   გვჯერა, რომ კამპანია „შენ გარეშე არ გამოვა “ გახდება საწყისი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, სადაც თითოეული ოჯახის ხმა იქნება მოსმენილი,“ - აღნიშნავენ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციაში.

გამოგვყევით