logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაწესებული საპასუხო 84%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა

ჩინეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაწესებული საპასუხო 84%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა

1744268741

ჩინეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაწესებული საპასუხო 84-პროცენტიანი ტარიფები ძალაში შევიდა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

აქამდე ჩინეთს ამერიკისთვის 34%-იანი ტარიფები ჰქონდა დაწესებული, თუმცა ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებამ ჩინეთს კიდევ ერთხელ უბიძგა სატარიფო ცვლილებისკენ.

შეგახსენებთ, გუშინ ჩინურ იმპორტზე 104-პროცენტიანი ტარიფები ამოქმედდა, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტარიფებს 125%-მდე ზრდიდა. ჩინეთმა კი პირობა დადო, რომ სავაჭრო ომში აშშ-თან ბოლომდე იბრძოლებს.

1tv.ge 

გამოგვყევით