logo
Loading data...

Kia-მ პირველი სპორტული ელექტრო მანქანა გამოუშვა

Kia-მ პირველი სპორტული ელექტრო მანქანა გამოუშვა

1716822000

Kia Corp-მა პირველი კომპაქტური, სპორტული ელექტრო მანქანა EV3 გამოუშვა. ავტომობილი მწარმოებლის სპეციალურ EV პლატფორმაზეა აგებული, რითაც კომპანია ფსონს დებს, რომ შენელებული მოთხოვნის მიუხედავად, შეუძლია მყიდველები კონკურენტული ფასებით მიიზიდოს.

EV3 ერთ-ერთია იმ 31-ზე მეტი ელექტრო მოდელიდან, რომლის წარდგენასაც Hyundai Motor Group-ში შემავალი Hyundai Motor Co, Kia Corp და პრემიუმ ბრენდი Genesis 2030 წლამდე პერიოდში გეგმავენ. Kia-მ აპრილში განაცხადა, რომ მისი მიზანია 2030 წელს დაახლოებით 1.6 მილიონი EV ერთეული გაყიდოს.

ამასთან, Kia-ს პრეზიდენტმა სონგ ჰო სუნგმა თქვა, რომ სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი მიზნად ისახავს EV3-ის ფასი „სპეციალურ ელექტროფიცირებულ-გლობალურ მოდულურ პლატფორმას“ (E-GMP) შეუსაბამოს, რომლის თანახმადაც, ავტომობილის ღირებულება $35,000-დან $50,000-მდე დიაპაზონში იქნება.

აღსანიშნავია, რომ Kia-მ EV მოდელების ფართო სპექტრის შემუშავების შესახებ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომელთა საფასო სეგმენტი $30,000-დან $80,000$-მდე იქნებოდა. ამ გეგმაში ერთიანდება პატარა ელექტრომობილებიც, როგორიცაა EV5, EV4 და EV3.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით