logo
Loading data...

Zara-ს მაღაზიების თანამშრომლებმა ესპანეთის მასშტაბით საპროტესტო აქცია გამართეს

Zara-ს მაღაზიების თანამშრომლებმა ესპანეთის მასშტაბით საპროტესტო აქცია გამართეს

1711295551

Zara-ს, Bershka-ს და მოდის გიგანტ Inditex-ის საკუთრებაში არსებულმა სხვა ტანსაცმლის მაღაზიების თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

თანამშრომლები ესპანეთის მასშტაბით თავიანთი მაღაზიების წინ შეიკრიბნენ. მათ უკეთესი პირობები მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა რეკორდული მოგების შესახებ განაცხადა და აქციონერებს დივიდენდები გაუზარდა. საპროტესტო აქციები გაიმართა შვიდ ქალაქში, მათ შორის, მადრიდში, ბარსელონასა და სევილიაში.

მადრიდის საკულტო ბულვარ გრან ვიაზე შეკრებილი დემონსტრანტები სხვა სიტყვებთან ერთად, ყვიროდნენ ლოზუნგებს: "ამხელა მოგება ჩვენი მსხვერპლია". დემონსტრანტებმა პლაკატები აღმართეს, რომლებზეც, Inditex-ის თავმჯდომარე მარტა ორტეგას, რომელიც დამფუძნებლის - ამანსიო ორტეგას ქალიშვილია, მათი დახმარებისკენ მოუწოდებდნენ.

პროფკავშირების სურვილია, რომ საცალო ვაჭრობის ქსელებმა ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულებს მეტი სამუშაო საათი შესთავაზონ და გამოიყოს შაბათ-კვირას დასვენების მინიმალური რაოდენობა წელიწადში, მთელი პერსონალისთვის. ხოლო თანამშრომლებმა, რომლებიც 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობენ ქსელებში, მიიღონ დამატებითი წლიური პრემია სხვა შეღავათებთან ერთად.

Zara და მისი ძმური ბრენდები, როგორებიც არიან Stradivarius და Massimo Dutti ესპანეთის მაღაზიებში 28,000 თანამშრომელს ასაქმებენ. Inditex-მა ბოლო ერთ წელიწადში, 2024 წლის იანვრამდე, 36 მლრდ ევროს მოგება მიიღო, საიდანაც 14.8%-იანი მოგება მის მშობლიურ ბაზარზე - ესპანეთზე მოდის.

ესპანეთის ორმა მთავარმა პროფკავშირმა, UGT და CCOO-მ, მხარი დაუჭირეს საპროტესტო აქციებს კათოლიკური აღდგომის წინა დღეს. მაღაზიები ჩვეულებისამებრ, ღია დარჩა, ხოლო თანამშრომლები აქციაზე მათი რეგულარული ცვლის საათების გათვალისწინებით იკრიბებოდნენ.

Inditex-მა უარი თქვა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ პროფკავშირის ლიდერმა ჟურნალისტებს კომპანიის წერილი აჩვენა, რომელშიც გამოთქმული იყო მზაობა, აპრილში, მაღაზიების თანამშრომელთა მოთხოვნების განხილვასთან დაკავშირებით.

Inditex-მა გასულ წელს, ესპანეთში მაღაზიების თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით, 20%-ით გაზარდა, წელს კი, დათანხმდა ერთჯერადი წლიური ბონუსის -1000 ევროს განახლებაზე. მისი წლიური ანგარიშის მიხედვით, გლობალურად, Inditex-ის 161,281 თანამშრომლის ხელფასი 2023 წელს 9%-ით გაიზარდა და საშუალოდ, წელიწადში 28,726 ევროს მიაღწია.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით