logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ComCom-მა უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ანალიზი გამოაქვეყნა

ComCom-მა უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ანალიზი გამოაქვეყნა

1764230593

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ტელე და რადიო მაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 15,000 წუთზე მეტი დაუთმეს. აღნიშნულ დროში უფასო რეკლამის ღირებულება მიმდინარე ფასებით დაახლოებით 103,000,000 ლარს შეადგენდა. დროის 83% ტელევიზიებს, 17% კი რადიოებს ეკუთვნით.

ტელე-ეთერში განთავსებული 12,632 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამის უფასო წუთების გადანაწილება ტელევიზიების შემთხვევაში ასეთია: საზოგადოებრივი მაუწყებელი - 14.7%, აჭარის ტელევიზია - 12.5%, ფორმულა - 8.5%, პოსტვ - 8.4%, “რუსთავი 2” (მედიაჰოლდინგ) – 8.3%, ოცდამეთექვსმეტე არხი - 8.1%, სტუდია მაესტრო - 7.8%, ტელეიმედი - 7.7%, ტელეკომპანია პირველი - 7.7%, ჯორჯიან თაიმსი – 5.5%, სილქ მედია - 4.5%, ობიექტივი - 4.4%, პალიტრანიუსი - 2%.

ტელე-ეთერში განთავსებული 12,632 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამის უფასო წუთების გადანაწილება ტელევიზიების შემთხვევაში ასეთია: საზოგადოებრივი მაუწყებელი - 14.7%, აჭარის ტელევიზია - 12.5%, ფორმულა - 8.5%, პოსტვ - 8.4%, “რუსთავი 2” (მედიაჰოლდინგ) – 8.3%, ოცდამეთექვსმეტე არხი - 8.1%, სტუდია მაესტრო - 7.8%, ტელეიმედი - 7.7%, ტელეკომპანია პირველი - 7.7%, ჯორჯიან თაიმსი – 5.5%, სილქ მედია - 4.5%, ობიექტივი - 4.4%, პალიტრანიუსი - 2%.

აჭარის ტელევიზიაში 1,574 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამა 8 პოლიტიკურ პარტიას შორის გადანაწილდა: გირჩი - 35.1%, ქართული ოცნება - 30.6%, თავისუფალი საქართველო - 10.2%, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 7.6%, კონსერვატორები საქართველოსთვის - 6.1%, გახარია საქართველოსთვის - 6.1%, ძლიერი საქართველო - 3.6%, სახალხო ხელისუფლება - 0.8%.

ფორმულაზე 1,076 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამა 2 პოლიტიკურ პარტიას შორის გადანაწილდა: ქართული ოცნება - 51.7% და გირჩი - 48.3%.

პოსტვ-ის ეთერში განთავსდა 1,060 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც 2 პოლიტიკურ პარტიას დაეთმო: ქართული ოცნება - 53.8% და გირჩი - 46.2%.

რუსთავი 2-ზე განთავსებული 1,049 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამა 2 პოლიტიკურ პარტიას შორის გადანაწილდა: ქართული ოცნება - 53.2% და გირჩი - 46.8%.

ოცდამეთექვსმეტე არხზე განთავსდა 1,019 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც განაწილდა 2 პოლიტიკურ პარტიას შორის: ქართული ოცნება - 53.9% და გირჩი - 46.1%.

მაესტროს ეთერში უფასო პოლიტიკურ რეკლამას 979 წუთი დაეთმო, რაც 2 პოლიტიკურ პარტიას შორის გადანაწილდა: ქართული ოცნება - 56.6% და გირჩი - 43.4%.

ტელეიმედში 979 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამა განთავსდა, რომელიც განაწილდა 2 პოლიტიკურ პარტიას შორის: ქართული ოცნება - 56.5% და გირჩი - 43.5%.

ტელეკომპანია პირველმა ეთერში განთავსებული 968 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამა 2 პოლიტიკურ პარტიას შორის გადაანაწილა: ქართული ოცნება - 53.8% და გირჩი - 46.2%.

ჯორჯიან თაიმსში განთავსებული 696 წუთიდან უფასო პოლიტიკური რეკლამა 2 პოლიტიკურ პარტიაზე თანაბრად გადანაწილდა: ქართული ოცნება - 50% და გირჩი - 50%.

სილქ მედიაზე (ევრონიუს ჯორჯია) 572 წუთის, ობიექტივზე - 557 წუთის, ხოლო პალიტრანიუსზე - 249 წუთის უფასო პოლიტიკური რეკლამა განთავსდა. სამივე არხზე აღნიშნული დრო მხოლოდ „ქართულ ოცნებას” დაეთმო.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, კომუნიკაციების კომისიაში მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ეროვნულ არხებზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სულ 2 პოლიტიკურმა გაერთიანებამ - “ძლიერი საქართველო” და “თავისუფალი საქართველო” დაუკვეთა, რომლებმაც ჯამში 3,004,713 ლარი დახარჯეს. განთავსდა 936 წუთის ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. “ძლიერმა საქართველო - ლელომ” ფასიან პოლიტიკურ რეკლამებში, ჯამში 3,004,437 ლარი დახარჯა და რეკლამა 3 სატელევიზიო არხზე განათავსა: ტელეკომპანია პირველი - 59%, ფორმულა - 31% და რუსთავი 2 – 10%. ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი 1,757,795 ლარი ტელეკომპანია პირველმა მიიღო, ფორმულამ - 944,652 ლარი, ხოლო რუსთავი 2-მა 301,990 ლარი მიიღო.

“თავისუფალმა საქართველომ” კი ფასიან პოლიტიკურ რეკლამებში, ჯამში 276 ლარი მხოლოდ ერთ არხს - ილიონს გადაუხადა.

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი, აგვისტო-ოქტომბრის პერიოდს მოიცავს და მაუწყებლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ეყრდნობა. ანალიზი ტელე და რადიო მაუწყებლების მონაცემებს, მათ შორის ეროვნულ და რეგიონალურ მაუწყებლებს მოიცავს. დეტალურად ანგარიში იხილეთ ბმულზე.

გამოგვყევით