logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები, ჯამში ₾300 მლნ-ზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები, ჯამში ₾300 მლნ-ზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ

1764235987

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯის“,  შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „თელავგაზისა“ და შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ 2026-2030 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა  307,093,676 ლარს შეადგენს.

სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროექტებს.

შპს „თბილისი ენერჯი“ 2026-2030 წლებში 92,781,057 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2026-2030 წლებში  102,848,296 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ –  105,756,241 ლარის, ხოლო  შპს „თელავგაზი“  –  3,680,209 ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ამავე პერიოდისთვის შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ მიერ განხორციელდება  2,027,873 ლარის ინვესტიცია.

გამოგვყევით