საქართველოს თანამედროვე FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობა) ბაზრის 87%-მდე კვლავაც უმსხვილეს ხუთ ქსელში კონცენტრირდება.
"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, 2025 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიების შემოსავლების განაწილება ასე გამოიყურება:
- დეილი ჯგუფი - 33%
- ორი ნაბიჯი - 20.5%
- ნიკორა - 18.7%
- კარფური - 9.7%
- აგროჰაბი - 4.9%
სექტორის დანარჩენი წილი ნაწილდება შემდეგ ქსელებზე: გუდვილი (3.1%), უნივერსამი (2.3%), ფრესკო (2.2%), ექსპრეს ქსელი (1.5%), მადაგონი (1.5%), ზღაპარი (1.3%) და ევროპროდუქტი (1.2%).
კვლევის მიხედვით, თანამედრო FMCG ბაზარი რეგიონებში უფრო გაფართოვდა, თუმცა ასევე გრძელდება თბილისში ახალი ობიექტების დამატება. ერთ კვმ-ზე ნავაჭრის კუთხით კვლავ თბილისი ლიდერობს, რასაც მაღალი წლიური ზრდაც უწყობს ხელს. ძირითადი ხარჯების სტაბილიზაციის შემდეგ, ქართული ქსელების მომგებიანობა გაუმჯობესდა.
"თიბისი კაპიტალის" კვლევის მთავარ მიგნებებში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე ტენდენციაზე;
- მომხმარებლებისთვის ფასი გადამწყვეტია
- ხორცის და ხილ-ბოსტნეულის შესყიდვის დიდი ნაწილი თანამედროვე ბაზრის მიღმა ხდება
- კონკურენცია კომპანიებს შორის ყოველწლიურად იზრდება
- მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა, დარგის მომგებიანობის მაჩვენებლები შენარჩუნებულია.