logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით "თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი" გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით "თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი" გაიმართება

1764240743

თიბისი კონცეპტის პარტნიორობის ფარგლებში, 1-დან 7 დეკემბრის ჩათვლით, კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გიწვევთ. ფესტივალს უმასპინძლებს კინოთეატრი „ამირანი“.  

წელს კინოფესტივალის ეკრანები დაეთმობა ორმოცამდე უცხოურ და ოცდაათამდე ახალ ქართულ ფილმს. ფილმები გადანაწილებულია ტრადიციულ სექციებში:  

  • ევროპული ფორუმი 
  • დამზადებულია გერმანიაში
  • ფრანგული კოლექცია 
  • ახალი იტალიური კინო
  • ქართული პანორამა

ქართული პანორამის ჟიური წლის საუკეთესო ქართულ ფილმს ოთხ კატეგორიაში გამოავლენს: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. 

ევროკავშირის ეგიდით გაიცემა პრიზი „ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის ქართულ კინოში”, როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კატეგორიებში. 

განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს „ახალი იტალიური ფილმების ფესტივალის” (New Italian Cinema Events) სტუმრობა სპეციალური პროგრამით. 

 თიბისი კონცეპტი, ტრადიციულად, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პარტნიორია. 

 იხილეთ ფესტივალის პროგრამის დეტალები 

 ბილეთების შესაძენად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს 

 

გამოგვყევით