logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება

1774862580

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი მიმდინარე წლის განმავლობაში 10 ავტომატური  სადგურით ფართოვდება.

ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 3 მობილური, რომელთა საშუალებით  ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში.

მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), ოზონის (O3), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ნახშირბადის მონოქსიდისა (CO)  და მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობები.

აღსანიშნავია, რომ სადგურები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყო-დანადგარებით და ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.

სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის  პორტალზე - www.air.gov.ge.

გამოგვყევით