logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი პერუს რესპუბლიკაში გამართულ კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა პანელის (IPCC) პლენარულ სესიას დაესწრო

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი პერუს რესპუბლიკაში გამართულ კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა პანელის (IPCC) პლენარულ სესიას დაესწრო

1762342016

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა პერუს რესპუბლიკაში, ქ. ლიმაში კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა პანელის (IPCC) პლენარული სესიას დაესწრო.

წლევანდელი შეხვედრის მიზანს კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების, მისი შერბილების და ადაპტაციის შესახებ მეშვიდე ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

პლენარულ სესიაზე IPCC-ს წევრი ქვეყნებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილების ტექნოლოგიების, ნახშირორჟანგის  შეგროვების, გამოყენებისა და შენახვის მეთოდოლოგიური ანგარიშის სამეცნიერო შინაარსზე.  შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფები, ასევე, კლიმატის ცვლილების მეშვიდე შეფასების მოსამზადებლად 2026 წლის სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელის (IPCC) მიერ მომზადებული კლიმატის ცვლილების შეფასების მორიგი ანგარიშის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში კლიმატის  სფეროში ეფექტური ეროვნული პოლიტიკის გატარებას, კერძოდ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილებას და ამ ცვლილებისადმი ადაპტაციის მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების შემუშავებას.

IPCC წარმოადგენს კლიმატის ცვლილების  შემსწავლელ ლიდერ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია 1988 წელს, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და მსოფლიო მეტეოროლოგიური  ორგანიზაციის (WMO) მიერ. ორგანიზაცია აერთიანებს  195 წევრ სახელმწიფოს. IPCC ობიექტური და გამჭვირვალე მიდგომების საფუძველზე შეისწავლის და აფასებს არსებულ სამეცნიერო-ტექნიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების რისკების, მათი შესაძლო ზემოქმედების, ადაპტაციის ვარიანტების და შედეგების შერბილების მეცნიერული საფუძვლების შესწავლასთან.

გამოგვყევით