logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"HR Hub-ის ორგანიზებულ დასაქმების ფესტივალზე სამუშაოს მაძიებელთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო" - ანა ნავდარაშვილი

HR Hub-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფესტივალზე აქტივობა ძალიან მაღალი იყო, კანდიდატები დიდი ინტერესით შემოგვიერთდნენ, -  ამის შესახებ HR Hub-ის დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წელს კიდევ უფრო გააქტიურებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ვაკანსიები.

"HR Hub-ის ორგანიზებით, გუშინ დასაქმების ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც 30-მდე დამსაქმებელი დაესწრო და 250-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. კანდიდატებს გაეცნოთ არსებული ვაკანსიები და გარდა ამისა, ადგილზე გაეწიათ კარიერული კონსულტაცია, რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა თითოეული მათგანისთვის.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ როგორც "რითეილ" სექტორის წარმომადგენლები, ისე ფარმაცევტული მიმართულება და HoReCa სექტორი. შესაბამისად, ვაკანსიები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. წელს კიდევ უფრო გააქტიურებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ვაკანსიები. ამასთან, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტის თემა, ბაზარზე ჩნდება დღემდე ჩვენთვის უცნობი პროფესიები - მაგალითად, როგორიც არის AI დიზაინერი, AI სპეციალისტები, რაც უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. კანდიდატებს უწევთ, რომ ამ მიმართულებით გადამზადდნენ. 

ძალიან ბევრი კანდიდატი გვესტუმრა გუშინდელ ფესტივალზე. წინა გამოცდილებით კანდიდატების 30-35% დადებით უკუკავშირს იღებს", - აცხადებს ანა ნავდარაშვილი. 

გამოგვყევით