logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"სელფი მობაილი" ქსელის განახლებაში 23.6 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

"სელფი მობაილი" ქსელის განახლებაში 23.6 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

1764861851

"სელფი მობაილი"   ქსელის განახლებაში 23.6 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.  კომპანიამ კომუნიკაციების კომისიის (ComCom) აუქციონში წარმატებით გაიმარჯვა და ქსელის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში ახალი სიხშირული რესურსი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "სელფი მობაილი" ავრცელებს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ხსენებული სიხშირეების შეძენა არის დამატებითი ინვესტიცია, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქსელს და შედეგად, კომპანიის  მომხმარებლებს შევთავაზებთ კიდევ უფრო ხარისხიან კავშირს.

"ქსელის განვითარება წელს N1 პრიორიტეტად გვაქვს დასახული და ამ მიმართულებით გავასამმაგეთ ჩვენი რესურსები. აპრილიდან დღემდე დავამატეთ 132 ახალი სადგური, 85-ს კი ჩავუტარეთ სრული მოდერნიზება, რამაც ინტერნეტის სიჩქარე უკვე გაზარდა 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით,"-აცხადებენ "სელფი მობაილში". 

სელფის CEO, როსტომ ტალახაძე: „სელფი მობაილი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კომკომის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ყველა ლოტი რომელიც გვჭირდებოდა ქსელის შემდგომი სრულყოფისთვის, წარმატებით იქნა მოპოვებული. ახალი სიხშირული რესურსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, საიმედო და ძლიერი ქსელის შესაქმნელად. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის კომფორტი და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, ამ სიახლის შედეგებს ისინი მალე იგრძნობენ. მადლობა მინდა გადავუხადო კომისიას ეფექტური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელმაც ეს წინსვლა შესაძლებელი გახადა. ასევე, გულითადი მადლობა სელფის გუნდის ყველა წევრს, ვინც იმუშავა ამ მნიშვნელოვან პროექტზე.”

გამოგვყევით