logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვინ ეგარი" ხილის გადამამუშავებელ საწარმოს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გახსნის

ვაშლის ძმრის მწარმოებელი კომპანია "ვინ ეგარი" ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ლეჩხუმში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გახსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ პატარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია.

მისივე ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობისთვის დაახლოებით, 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

"საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამის მხარდაჭერით და "კრედო" ბანკის სესხის მეშვეობით ავაშენეთ. გახსნის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაშლის ძმრის წარმოებასაც გავაფართოებთ და ასევე, გვაქვს სურვილი, რომ სხვა პროდუქციაც დავამატოთ. კერძოდ, გვინდა, რომ ხილის სპირტიანი სასმელები დავამატოთ, მათ შორის, ლიქიორი, ჭაჭა და სხვა.

ჩვენი ვაშლის ძმარი მოგეხსენებათ, რომ აბსოლუტურად ქართული, უწამლი ვაშლისგან მზადდება. ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ ჩვენ ფერმერებისგან ჩავიბარებთ ხილს და ამით, ადგილობრივი მოსავლის რეალიზაციასაც ხელს შევუწყობთ. შეიძლება ითქვას, რომ ლეჩხუმში ვაშლის მიმღები პუნქტი გაიხსნება", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება ვაშლის ძმარს - როგორც მარიამ პატარიძე აღნიშნავს, "ვინ ეგარის" პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამე ორმაგდება. 

ცნობისთვის,"ვინ ეგარის” ვაშლის ძმარი გახლავთ ლეჩხუმის მაღალ მთიან სოფელში დაწყებული პატარა საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს ფონდი “აფხაზინტერკონტის” ინოვაციურ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კომპანია ტონობით ვაშლის გადამუშავებას ახდენს.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, "წისქვილი ბაზრის" ფილიალებში, ასევე სხვადასხვა აგრო მაღაზიებში, როგორიცაა "ფერმარტი", "აგრო სახლი", "წილკანი" "ეკო კუთხე", "სუფრა", "მასა", ეპიკალურიე შოპ", ასევე, სუპერმარკეტების ქსელ "ნატურალში".  ვაშლის ძმრით მარაგდება ასევე, ქართული სტარტაპს/სტრიტ ფუდი -  "შოთი". სამომავლოდ კომპანია რეგიონების ქსელურ მაღაზიებშიც რეალიზაციასაც გეგმავს.

გამოგვყევით