logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1770384267

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6870 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6876 ლარი იყო. 

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1688 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1689 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილება 0.0001 ლარი შეადგინა.

გამოგვყევით