logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის ფორმით გაერთიანდება - პრემიერი

საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის ფორმით გაერთიანდება - პრემიერი

1770452972

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. პრემიერის განცხადებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

„არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდი“, შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული “, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს განვითარების ფონდი“ (DFG) წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს. მისი საქმიანობა  2011 წლიდან „საპარტნიორო ფონდის“ სახელწოდებით დაიწყო, 2023 წელს კი  ფონდი რეფორმირდა, რის შემდეგაც, განახლებული სახელწოდებით, სტრატეგიითა და მიზნებით გააგრძელა მუშაობა. ფონდის მიზანია მოიზიდოს და მხარი დაუჭიროს   კერძო ინვესტორებს პროექტების განვითარების საწყისი ეტაპიდანვე. 

რაც შეეხება სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში“, ის  ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიკური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

გამოგვყევით