logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

GCCA-მა სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

GCCA-მა სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

1764833376

GCCA-მა სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გაავრცელა. 

მათივე ინფორმაციით, მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მომართვა წარმოადგენდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაბამისობაში არ იყო, ან არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებდა. 

"ტენდერებზე დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც - შპს „ჯეოექსპერტის“, შპს „ზაისი და კომპანიის“, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“, შპს „ინსპექტ-ას“, შპს „ოპტიმალ გრუპ+ის“, შპს „ექსპერტ ჰაუსის“, შპს „სქაისქეიფერის“, შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“, შპს „ქრიზოლითი+ის“, შპს „მშენ-ექსპერტი+ისა“ და შპს „მეგამშენის“ მხრიდან, 2022-2025 წლებში, რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით სავარაუდო შეთანხმებულ ქმედებებს შეეხებოდა.

სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, მართლაც გამოვლინდა ცალკეული გარემოებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს, რომ ეკონომიკურ აგენტთა შორის შესაძლებელი იყო, ადგილი ჰქონოდა შეთანხმებულ ქმედებას, რის შემდეგაც GCCA-მა მოკვლევა დაიწყო. 

მიმდინარე წელს, სააგენტომ, ჯამში, 3 მოკვლევა დაასრულა, საიდანაც ორ შემთხვევაში  ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კი არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დადგინდა.  ერთი მოკვლევის შემთხვევაში კი დარღვევა არ დადასტურდა. ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2  მოკვლევა -  დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე,"-ნათქვამია GCCA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით