მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსში) ბინაში, 3-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. აღნიშნულს ითვალისწინებს “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში “დაინიცირდა.
პროექტის გათვალისწინებით, შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.
"მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე,-გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. თუ მიწის ნაკვეთი უსაფრთხოდაა შემოსაზღვრული, მეპატრონე უფლებამოსილია ძაღლი ამ ტერიტორიაზე გაუშვას ალიკაპისა და საბლის გარეშე,"-აღნიშნულია კანონპროექტში.
შეგახსენებთ, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში. რაც შეეხება, მიმკედლებლის ვალდებულებას, განახორციელოს მიკედლებული ძაღლის ანტირაბიული ვაქცინაციას ის, 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.