logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

1774603952

საბაჟო გამშვები პუნქტი - "ქუთაისის აეროპორტში" არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 515,21 გრამი  ) და ვერცხლის (წონა - 72,53 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  157 927 ლარი შეადგინა. ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ოთხი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში 47 749 ლარით დაჯარიმდა.

გამოგვყევით