logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეფედრონი" აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეფედრონი" აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

1775635256

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, საკვები დანამატებისთვის განკუთვნილ ექვს პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში 6 კილოგრამამდე "მეფედრონის" მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

გამოგვყევით