logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

1774595088

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოიტანა 665.71 გრამი საიუველირო ნაკეთობები, საერთო ღირებულებით 150,271.71 ლარი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული საიუველირო ნაკეთობები, ასევე ბრალდებულის მართვაში არსებული ავტომანქანა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

გამოგვყევით