ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა "ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა. მატჩი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.
ნახევარფინალში საქართველომ ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო.
საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ "პლეიოფის" ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.