საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” (Universal Postal Union) რიგით 28 - ე მსოფლიო საფოსტო კონგრესში (UPU Congress) მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 8 – 19 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში იმართება.
კონგრესის ფარგლებში, განიხილება გლობალური საფოსტო საქმიანობის მომდევნო ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საფოსტო სექტორის ძირითად მიმართულებებს 2026–2029 წლებში.
„მსოფლიო საფოსტო კავშირი“ აერთიანებს 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე, გლობალური საფოსტო სტრატეგიის განხორციელებასა და საერთაშორისო საფოსტო გაცვლის თანამედროვე სტანდარტების ჩამოყალიბებას.