logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა

1775464829

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა. თბილისის ათივე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა გადასცეს.

ჩვენ ვაგრძელებთ დაკანონების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დავუდექით გვერდით. დღეს, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს  საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ძალიან მიხარია მათი ამბავი, ვუერთდები მათ სიხარულს. ამ ოჯახებს ყველაფერი საუკეთესო მინდა ვუსურვო. აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, თავისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს. ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან თუ რა საბუთები არის შესაგროვებელი, რომ პროცესი დაიწყოს და ფართების დაკანონება მოხდეს.

ზოგადად, ამ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება არის დარეგისტრირებული და გადაცემული იმ ოჯახებზე, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა დაუკანონებელ ფართებში. პროგრამა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ოჯახი ფართებით არ დაკმაყოფილდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ათივე რაიონის გამგებლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და პარლამენტის დელეგატები დაესწრნენ.

დედაქალაქის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.

მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასამდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 3 150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული.

გამოგვყევით