2026 წლის პირველ კვარტალში, ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.
კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში 153 462 ტეუ დამუშავდა, 2025 წელს - 146 468 ტეუ, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 126 512 ტეუ. ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-მ წლის დასაწყისიდან დღემდე 94 საკონტეინერო გემი მიიღო, 2025 წელს - 81, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74. კომპანიის მიერ 2026 წელს 63 758 ტონა ტვირთი დამუშავდა, 2025-ში 82 369 ტონა, ხოლო 2024-ში ეს რაოდენობა 37 281 ტონა იყო.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.
შეგახსენებთ, APM Terminals Poti არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V. APM Terminals-ი არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს 62 სანავსადგურე ინფრასტრუქტურის და ტერმინალის ოპერირებას მსოფლიოს 35 ქვეყანაში.
APM Terminals-ი 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას მისი შვილობილი კომპანიის სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით.