logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ტაილანდიდან 4 კგ-მდე კანაფის ფისოვანი მასა თხევადი საპნისთვის განკუთვნილი ბოთლებით შემოჰქონდათ - შემოსავლების სამსახური

ტაილანდიდან 4 კგ-მდე კანაფის ფისოვანი მასა თხევადი საპნისთვის განკუთვნილი ბოთლებით შემოჰქონდათ - შემოსავლების სამსახური

1758181264

საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბანგკოკიდან 4 კგ-მდე კანაფის ფისოვანი მასის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისოვანი მასა (4 კილოგრამამდე) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, მგზავრის (რომელიც ჩამოფრინდა ბანგკოკი-სტამბული-ბათუმის რეისით) ბარგისა და ხელბარგის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა თხევადი საპნისთვის განკუთვნილი 4 ცალი პლასტმასის ბოთლი.

აღნიშნული საქონელი დამატებით, დეტალურ დათვალიერებას დაექვემდებარა, რის შედეგადაც ოთხივეპლასტმასის ბოთლში, ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისოვანი მასა იქნა გამოვლენილი.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

გამოგვყევით