logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"წელს პირველ კლასში სწავლის დაწყება 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე დაბადებულ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ" - კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს

"წელს პირველ კლასში სწავლის დაწყება 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე დაბადებულ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ" - კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს

1773744670

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, გარდამავალი დებულების ნაწილს ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ზვიად გაბისონიას თქმით, აღნიშნული რეგულაცია ერთჯერადია, რომელიც ვრცელდება მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელზე და არ ცვლის კანონით დადგენილ ზოგად წესს.

ეკონომიკა

გამოგვყევით