logo
Loading data...

UEFA დღეს, 13:00 საათიდან, EURO 2024-ზე დასასწრები დამატებითი ბილეთების გაყიდვას დაიწყებს

UEFA დღეს, 13:00 საათიდან, EURO 2024-ზე დასასწრები დამატებითი ბილეთების გაყიდვას დაიწყებს

1714638507

UEFA ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრები დამატებითი ბილეთების გაყიდვას დღეს, თბილისის დროით, 13:00 საათიდან დაიწყებს.  ამის შესახებ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. 

საუბარია, 100 ათასზე მეტი ბილეთის რეალიზაციაზე.  მათივე ინფორმაციით, ხელმისაწვდომი ბილეთების რაოდენობა თამაშების მიხედვით განსხვავდება. UEFA  გამოიტანს იმ ბილეთებს, რომლებიც მარტსა და აპრილში ოფიციალური გაყიდვის პლატფორმის საშუალებით უკვე შეთავაზებული იყო.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით