logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"უხვი ნალექის გამო ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1300, ხოლო ელექტროენერგია 700 აბონენტს" - ბაღდათის მერია

"უხვი ნალექის გამო ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1300, ხოლო ელექტროენერგია 700 აბონენტს" - ბაღდათის მერია

1787922180

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1300, ხოლო ელექტროენერგია 700 აბონენტს.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და პრობლემებს ეცნობიან. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +995 591 909 005.

ცნობისთვის, ბაღდადის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა გუშინ, 27 აგვისტოს დაიწყო. რის შედეგადაც დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. 

გამოგვყევით