logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

1788597540

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი.სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენენ, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები. 

გამოგვყევით