ქართული აგრიტექ სტარტაპი Agrioli სასათბურე მეურნეობებისთვის ახალ ტექნოლოგიურ სისტემას ავითარებს, რომელიც დაგეგმვიდან მოსავლის მიღებამდე წარმოების სრულ ციკლს აერთიანებს. კომპანიის ინფორმაციით, სისტემა უკვე დატესტილია ბაზარზე და ფერმერების მხრიდან მზარდ ინტერესს იწვევს.
"ჩვენ მიერ შექმნილი ახალი სასათბურე მეურნეობების ტექნოლოგიური სისტემა დაგეგმვიდან მოსავლის მიღებამდე სრულ ციკლს მოიცავს და საქართველოში ამ მიმართულებით პირველ სრულად ინტეგრირებულ სისტემას წარმოადგენს. სისტემა უკვე ხელმისაწვდომია ფერმერებისთვის", — აღნიშნა Agrioli-ს წარმომადგენელმა სოფო მახათლიშვილმა.
კომპანია პარალელურად სერტიფიცირებული მარწყვის ნერგების რეალიზაციასაც ახორციელებს. სექტემბრიდან Agrioli-მ გაყიდვები აქტიურად დაიწყო და ამ ეტაპზე 8 სხვადასხვა ჯიშის ნერგს სთავაზობს მომხმარებლებს, როგორც სასათბურე მეურნეობებისთვის, ისე ღია გრუნტისთვის.
"ამ ეტაპზე გვაქვს 8 სხვადასხვა ჯიში და მოთხოვნა მზარდია. დღეს Agrioli-ს 4 500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათი რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ჩვენი მიზანია, საქართველოში კიდევ უფრო მეტი ფერმერი და აგრობიზნესის წარმომადგენელი გავაერთიანოთ“, - განაცხადა სოფო მახათლიშვილმა.
კომპანიის მიზანია, საქართველოში კიდევ უფრო მეტი ფერმერი და აგრობიზნესის წარმომადგენელი გააერთიანოს. სტარტაპი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებისთვისაც ემზადება. კომპანია საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობას აგრძელებს, მათი შეფასებით, Agrioli-ს მიმართ საერთაშორისო ინტერესიც იზრდება.
„ჩვენი უახლოესი მიზანია ტექნოლოგიების განვითარება, საქართველოში მასშტაბირება და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება“, - ამბოსბ Agrioli-ს წარმომადგენელი.