logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ჩინეთსა და იაპონიაში ქართული ღვინის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება - "მეღვინეობა ჩელთი"

"მეღვინეობა ჩელთი"-ის კომერციული დირექტორის, ანა მირიანაშვილის ინფორმაციით, ჩინეთსა და იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ანა მირიანაშვილი აცხადებს, ქართული ღვინო ადრე, ისეთ რეგიონებში იყიდებოდა, სადაც ქვეყანა საქართველო იცოდნენ, ამ დროისთვის კი, სიტუაცია პოზიტიურადაა შეცვლილი.

"ჩინეთი, იაპონია ქართული ღვინისთვის დიდი და საინტერესო ბაზარია. მისასალმებელია, რომ ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა - რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, ჩინელები ამ დოზით ღვინოს არ მიირთმევდნენ, ახლა კი, ყველაფერი შეიცვალა, მოსწონთ განსხვავებული ღვინის დაგემოვნება... პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს, რადგან ქართულ ღვინოს ამ დროისთვის, საკუთარი ნიშა აქვს და ბევრად უფრო ცნობილია.

შანხაი (ჩინეთის უდიდესი ქალაქი), გუანჯოუ (სუბპროვინციული მნიშვნელობის ქალაქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში), დიდი მეგაპოლისები ქართული ღვინით დაინტერესებულები არიან. საბოლოოდ, ნელ-ნელა ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა იზრდება", - აღნიშნა "მეღვინეობა ჩელთი"-ის კომერციულმა დირექტორმა.

ამასთან, იმერეთში, სოფელ გურნაში მდებარე "გურნელების მარნის" დამფუძნებელმა, მამუკა კაკუშაძემ "ბიზნესპარტნიორთან" გუშინ, 14 მაისს აღნიშნა, რომ იაპონელებს, ჩინელებსა და ზოგადად, უცხოელებს ქართული ქვევრის ღვინო ძალიან მოსწონთ, რადგან მათთვის ახალ გემოსთან ვასოცირდებით.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 12 მაისს ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. მათივე ცნობით, იაპონიაში, ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მაგალითად, მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 21%-ით აღემატება.

გამოგვყევით