logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დუშეთში მდინარეების შენაკადები ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 18 000 ქვირითით დათევზიანდა

დუშეთში მდინარეების შენაკადები ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 18 000 ქვირითით დათევზიანდა

1770807477

დუშეთის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 18 000 ქვირითით დათევზიანდა. დათევზიანების პროცესში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ბიომრავალფეროვნების მოწყვლადი სახეობების აღდგენა და გამრავლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების საშენ მეურნეობაში, სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ყოველწლიურად მიმდინარეობს ნახევარ მილიონზე მეტი კალმახის ქვირითს წარმოება. განაყოფიერებული ქვირითის მდინარეებში  განთავსება მსოფლიოს მასშტაბით აპრობირებული მეთოდია და მაქსიმალურად ზრდის ნაკადულის კალმახის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მოიცავს მონიტორინგის კომპონენტსაც.  ამ დროისთვის ჩატარებული კვლევები ადასტურებს , რომ სახეობის ველურ ბუნებაში გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წლიდან შეტანილია  „წითელ ნუსხაში“ და  მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.

ნინო წილოსანი რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს: თხოვნა მაქვს, რომ პროდუქცია გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა

ნინო წილოსანი რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს: თხოვნა მაქვს, რომ პროდუქცია გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა

ეკონომიკა

გამოგვყევით