logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს" - "ყვარლის ბაგა"

"კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს" - "ყვარლის ბაგა"

1770809340

ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს - ამის შესახებ კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გარგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გურგულიამ განმარტა, მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს.

„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს. იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ - მომწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. იმპორტის წილი მთლიანობაში დაახლოებით 70%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკუთარი მიწები, სადაც ვამუშავებთ და ვაწარმოებთ საქონლისთვის საჭირო საკვებს, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის და ძირითადად სილოსის წარმოებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მარცვლეულს — ის 100%-ით იმპორტით შემოგვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა და აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ჩვენს შემოსავალთა დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე მოდის. ანუ, თვითღირებულების 16% სწორედ ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება“ - განაცხადა გარგულიამ.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები, დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან.

"სწორი პრობლემების იდენტიფიცირება საშუალებას მოგვცემს სწორი ანალიზის გაკეთებისთვის, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს სწორი მექანიზმების დანერგვისთვის"

"სწორი პრობლემების იდენტიფიცირება საშუალებას მოგვცემს სწორი ანალიზის გაკეთებისთვის, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს სწორი მექანიზმების დანერგვისთვის"

ეკონომიკა

გამოგვყევით